Thursday, June 21, 2012


პროექტის სახელწოდება: ადამიანი და გეოგრაფიული გარემო
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან გეოგრაფიულ გარემოს, მის მინერალურ და მიწის რესურსებს, ადამიანის ზემოქმედებას გარემოზე.
პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ბუნება ითხოვს მოვლას და პატრონობას, არ შეიძლება მისი არა გეგმაზომიერი გამოყენება და საჭიროა რესურსების რაციონალური მოხმარება;
პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის ადგილს ბუნებაში, მინერალური და წყლის რესურსებს, ბიოლოგიურ რესურსებს, კლიმატურ და რეკრეაციულ რესურსებს, საზოგადოებისა და ბუნების განვითარებას, მრეწველების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის ზეგავლენას გარემოზე, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ბუნებათსარგებლობის რაციონალური გამოყენების აზროვნება;
მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; ელექტრონული ჟურნალი ,,ადამიანი და გეგრაფიული გარემო“, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ მინერალური და მიწის რესურსები. მეორე ნაწილს დაევალება ბიოლოგიური რესურსების საპრეზენტაციო ფაილების აკრეფა და გაფორმება. ერთ ნაწილს დაევალება კლიმატური და რეკრეაციული რესურსების საპრეზენტაციო ფაილის შექმნა; მეორე ნაწილს დაევალება ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე(მრეწველობის, სოფლის მეურნებისა და ტრასპორტის) საპრეზენტაციო ფაილის შექმნა; მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა და ბუნების დაცვის ინსტრუქციების ჩამოყალიბება-შეჯერება; ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროექტის მონაწილეები იმუშავებენ ელექტრონულ ჟურნლის ,,ადამიანი და გეგრაფიული გარემო“-ს შექმნასა და რედაქტირებაზე.  შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, გეოგრაფია;
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა შერვაშიძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: s.shervashidze1976@gmail.com;
პროექტის ბლოგი: shore1976.blogspot.com

 გაკვეთილის გეგმა